საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შაბთაი ცურმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, ელჩმა თავისი განვლილი საქმიანობა შეაჯამა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„საქართველოში 8 წელი დავყავი და ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად შეინიშნებოდა ურთიერთობების გაღრმავება. მუდმივად იზრდებოდა ისრაელიდან ტურისტების ნაკადი, რაც პირდაპირი ფრენების დამსახურებაც იყო“, – განაცხადა შაბთაი ცურმა.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ისრაელის ელჩის მიმართ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შაბთაი ცური საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა.