შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწოვანი ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე დღეს, 11 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული.