თბილისის გენერალური გეგმის განხილვის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:
.„დღეს მიმიწვიეს მერიიდან „ბილტმორში“ გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო-ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრაზე, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს, გარჩევებს.
როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა, ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ, ძალაზე იყო და არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარიშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა _ ლამაზი ბოზი, მგონი ესე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი „კაცებს“. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია, პროტესტის ნიშნად, დავტოვე შეხვედრა.
ეს არის ქალაქის მმართველობის დამოკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხაროა.
Ps შაქარიშვილმა პირად ფოსტაში მომწერა თქვენთვის არ მითქვამს ბოზიო, თუ ესე აღიქვით, ბოდიშიო. მაინც ვერ მიხვდა რაშია პრობლემა“, _ წერს ხოშტარია.