ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების ოცეულს შაკირა ჩაუდგა სათავეში და ის პირველობას ჯერჯერობით არავის უთმობს.
ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Los Angeles Weekly-მა გამოაქვეყნა ე.წ. „სექსუალურების ოცეული“. “ცხელ ოცეულში” ის მომღერლები მოხვდნენ, რომელთაც პოპულარობის პიკს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიაღწიეს.
რეიტინგის ლიდერი უბერებელი 42 წლის კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე შაკირაა. ოცეულში ასევე მოხვდნენ: ბრიტნი სპირსი, ბიონსე, ავრილ ლავინი, შირლი მენსონი, მადონა, ჯენიფერ ლოპესი, ასევე ტეილორ სვიფტი, კორტნი ლავი და 80-იანი წლების ვარსკვლავი სამანტა ფოქსი.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ დები ჰარი ( ჯგუფი Blondie-ის ლიდერი, 70-იანი წლების მომღერალი და მსახიობი), ნიკო, სტივი ნიკსი და გრეის ჯონსი.