„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს უნდობლობას უცხადებს.
„გამოქვეყნდა სამარცხვინო ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც ერთი პოლიტიკური მამის შვილები არიან, რომელთა ზნეობა არ იცვლება, რომელთა ღმერთი არის მწვანე დოლარი“,_განაცხადა ნათელაშვილმა და კვლევით ორგანიზაცია Edison Research-ს უსინდისო უწოდა.
მან ასევე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.