„კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება”, – ეს სიტყვები „ლეობირისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მსახიობ კახი კავსაძის შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში.
„რამდენმა ასეულმა ათასმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისაგან,თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია,რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები“, – წერს შალვა ნათელაშვილი ფიესბუქზე.
ინფორმაციისთვის, ერთი დღის წინ ფეისბუქგვერდმა „41 ჩემი არჩევანი“ გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის და კახი კავსაძის ფოტოები შემდეგი წარწერით: რა თბილი ფოტოებია. გააზიარეთ პატივისცემის ნიშნად კახი კავსაძისა და ბიძინა ივანიშვილის გულთბილი შეხვედრა.