,,მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“, _ ასე იხუმრა „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილმა, მმართველი პარტიის ოფისში აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან 9 წელი გავიდა.
„მოგესალმებით ბუენოს აირესიდან! დღეს 1-ელი ოქტომბერია. 9 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ დღეს წერტილი დაესვა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.
[sexy_author_bio]