,,შვიდი თვე იყვნენ საბოტაჟში და გუშინ იზარმაცეს და ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყვნენ იმ დროს, როცა იხსნება სხდომა“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“შვიდი თვე იყვნენ საბოტაჟში და გუშინ იზარმაცეს და ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყვნენ იმ დროს, როცა იხსნება სხდომა, 12 საათზე დაიწყო სხდომა, გრძელდება 6 საათამდე, მოვიდნენ ბოლოს და დასრულდა სხდომა. მათი დღის წესრიგი არის მათი დღის წესრიგი, პარლამენტის დღის წესრიგი არის პარლამენტის დღის წესრიგი”, _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა პლენარული სხდომა 10 წუთში ისე დასრულდა, რომ მელიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
მმართველმა გუნდმა საკითხის გადადების მიზეზად პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავის დროზე არ მისვლა დაასახელა.