“თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია – დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მას შემდეგ, რაც სხდომა მესამე ცდაზე გაიხსნა.
მისივე თქმით, რეგისტრაციის არ გავლით უმრავლესობას არც ემატება და არც აკლდება რაიმე.
„დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არცერთი არ გაიარეთ. გიგროვდებათ თქვენ როგორც რეგისტრაციის არ გავლა და თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი”,_ განაცხადა პაპუაშვილმა.