“ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას”,_ ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერიკ ოტოსონის ინტერვიუს ნაწყვეტს აზიარებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.
პაპუაშვილი “საერთაშორისო გამჭირვალობას “რადიკალურ ორგანიზაციას” უწოდებს და წერს, რომ მათ “რადიკალურ გეგმებს შვედეთის ხელისუფლება აფინანსებს”.
“ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსებაა.
შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია”,_ წერს პაპუაშვილი.