ცდილობენ, სხვადასხვა სტრუქტურაში თუ სხვადასხვა შემოვლითი გზით, ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალაუფლების ხელში ჩაგდება ამას გულისხმობს – ცდილობენ სხვადასხვა სტრუქტურაში თუ სხვადასხვა შემოვლითი გზით ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იქნება ეს ძალაუფლება პარლამენტი თუ ასე შემდეგ. ჩვენ ამას ვაკვირდებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხელის გულზე დევს. ანალიზი და ზედმეტი ჩაღრმავებაც არ სჭირდება. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გაიხსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოზე გავლენის დაბრუნებას ცდილობდა, რაც მოსამართლეების მაღალი კვორუმით არჩევას გულისხმობდა.