,თამარ ჟვანიას გადასაწყვეტია, გადადგება თუ არა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მიიღოს, პირველ რიგში, წინ უნდა უძღოდეს ბოდიში ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილება გათვალისწინებული არ არის.
„საარჩევნო ცვლილებებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილება არ არის გათვალისწინებული და ეს არაკონსტიტუციურიც იქნებოდა. რაც შეეხება თამარ ჟვანიას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, მისი არჩევანია, რას გადაწყვეტს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მიიღოს, პირველ რიგში, წინ უნდა უძღოდეს ბოდიში ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ჯერ საჭიროა მათ ბოდიში მოუხადონ თამარ ჟვანიას. განსაკუთრებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირადი ბოდიში უნდა მოუხადოს, რაც მათ ჰკადრეს ამ ადამიანს, ყველაფერზე ბოდიში აქვთ მოსახდელი. დადეს პარალელური დათვლის შედეგები, რაც გახდა საფუძველი, რომ წასულიყო სიძულვილის ენა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს პარალელური დათვლა იყო არასწორი და დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ თამარ ჟვანიასთვის.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.