„შალვა რამიშვილი ციხეში იჯდა, როცა მისმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ პატიმრის ტექსტები მომიტანა და მიუხედავად მაშინდელი კონტექსტისა, დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნე LIB.GE -ზე.
როცა გათავისუფლდა, შემხვდა რამდენჯერმე და რაც შემეძლო, გავაკეთე მისთვის.
ახლა ის და მისი კორპორაცია წიგნის უმთავრეს მტრად მაცხადებს. ეგ არაფერი. და არც ვახსენებდი ამ სახელს, მაგრამ შემატყობინეს, რომ თურმე მის შვილებს გადაწვდნენ და მამის გამო ლანძღავენ.
ეს უმსგავსობაა, თუ არა მეტი. შეწყვიტეთ“ , – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.