დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის იკლავენ თავს. თქვენ წარმოიდგინეთ და შაოლინის მონასტრის ბერებიც იცავენ დიეტას და სასურველი წონის მისაღწევად თავს არ ზოგავენ.
შეჯიბრებამდე ბერები ცდილობენ, წონაში დაიკლონ და ქვემოთ მოცემულ დიეტას იცავენ, რაც მალევე აღუდგენთ ჩვეულ ფორმას.
დიეტა ძალიან მარტივია.
მთავარი პირობაა, რომ დილას, უზმოზე მიირთვათ იმდენი უმი ბრინჯი რამდენსაც შეძლებთ. ბრინჯს წყალი არ მიაყოლოთ.
მეორე პირობაა, რომ საღამოს ექვს საათამდე მიირთვათ ყველაფერი, რასაც ადრე ჭამდით, მაგრამ ულუფები უნდა შეამციროთ.
მესამე პირობაა: ექვსი საათის შემდეგ მიირთვით მხოლოდ ხილი და ბოსტნეული.
ეს დიეტა მხოლოდ ერთი შეხედვით როდის ჩანს მარტივი, მისი დაცვა მართლაც არ არის ძნელი, მით უფრო, თუ წონაში დაკლება ნამდვილად გინდათ.
შაოლინის ბერების დიეტის შედეგად შეიძლება, დაიკლოთ 10 დღეში 5 კილოგრამი. მისი გამეორება შეგიძლიათ 2 თვეში ერთხელ. ეს კი იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ყოველთვის კარგ ფორმაში იყოთ.