სლოკინი ნებისმიერ ადამიანს აღიზიანებს. საბედნიეროდ, მარტივად შეგვიძლია მისი შეჩერება – მიირთვით ერთი ჩაის კოვზი შაქარი და ერთი წუთის განმავლობაში გაგივლით ის.
ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის ენის რეცეპტორების უეცარი გაღიზიანება პირის ღრუს ნერვული დაბოლოებების გადატვირთვას ახდენს იმპულსებით, რაც აჩერებს სლოკინს.