25 წლის მარი კუტუბიძე, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ჰარვარდის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
მარიმ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 100%-იან დაფინანსებასთან ერთად ა.შ.შ-ში უფასოდ ცხოვრებისა და სამსახურის შემოთავაზებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ იგი მსოფლიოს პირველი ხუთეულის ყველა უნივერსიტეტმა: ჩიკაგოს, პენსილვანიის, ვაშინგტონის სენტ ლუისის, კოლუმბიის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებმა მიიღეს და მან არჩევანი ჰარვარდზე გააკეთა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე წარმატებულ სტუდენტს პირადად შეხვდა, მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
“საამაყოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით სწავლას უკვე მეორე ჩოხატაურელი სტუდენტი გააგრძელებს. წარმატებას ვუსურვებ ყველა ნიჭიერ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ახალგაზრდას. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევებით არა მხოლოდ ჩოხატაური, არამედ მთელი საქართველო იამაყებს. “ – აღნიშნა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.