ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.
შარლ მიშელი Twitter-ზე წერს, რომ საჭიროა, მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი შესაძლებლობის გამოყენება.
„მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელმაც დაასრულა 11-დღიანი კონფლიქტი. აუცილებელია მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ამ შესაძლებლობის გამოყენება,“ – წერს შარლ მიშელი Twitter – ზე.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.