ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და დროა, რომ ბლოკმა წინ წაიწიოს.
მიშელის თქმით, ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია.
„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ გაფართოებას ევროსაბჭოს მომავალ სხდომებზე. ჩვენი პოზიციაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება; ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა არ არის ადგილი წარსული კონფლიქტებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სურთ, შთაგონებული იყვნენ უფრო ნათელი, სამართლიანი, აყვავებული მომავლით და შეუერთდნენ ჩვენს კავშირს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.