შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ტაკიძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და ამ დროის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული.
ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
pirveliradio.ge