შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ ფეისბუქში გიდი კრისტიანა გრიგორიანი ეხმაურება:
„ბევრი ვერსია დაიდო შატილის ტრაგედიაზე და ერთს ვიტყვი რა:
იცით, რომ გიდი ვარ.
12 თვიდან დაახლოებით 6-7 თვე მიწევს ტურისტებთან ერთად მგზავრობა და უამრავი საშინელი მძღოლი შემხვედრია, რომელიც შუმახერობას ცდილობდა და ყველასთან მერჩივნა ურთიერთობა გამეფუჭა (ისე რომ მერე მთელი გზა მიბღვერდა და ერთხელ ჩემოდანიც კი ჩამომიგდო აეროპორტში და დამტოვა იქვე, სანამ ტურისტებს ვაცილებდი), ვიდრე მეყურა, როგორ მიგვაქანებს უფსკრულისკენ. შენიშვნაც მიმიცია და ტურისტულშიც დამირეკავს; ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ გრძელი დღის მერე მძღოლი დაღლილა, დავმჯდარვარ გვერდით და გამირთია საუბრით, რომ არ ჩასძინებოდა, გამიჩერებია გზაში, რომ ჰაერი შეესუნთქა, გამოფხიზლებულიყო; მანქანა რომ გაგვიფუჭდა და ორი დღე აკეთებდა, ტრანსპორტით არ დამყავდა, ფეხით დავდიოდით და საშუალება მივეცი, რომ შეეკეთებინა… გიდზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! ადამიანების სიცოცხლის პასუხისმგებლობა!
ტურისტულს რომ იცავთ, ის იყვანს “შუმახერებს”, ის ატარებს “ლიჟბი ტურებს”, არადა მე ვისთანაც ვთანამშრომლობ, უწერიათ ხელშეკრულებაში, თუ მძღოლი სწრაფად ივლის ან რამე სხვას დააშავებს, ვალდებულება მაქვს დავრეკო ტურისტულში, თუ არა და მე დამაჯარიმებენ… ასე რომ ნუ იცავთ იმათ, ვინც ელემენტარულ უსაფრთხოების წესებს არ იცავენ!
და შატილში ტური ასე გვიან არ უნდა სრუდლებოდეს! გუდაურის და ყაზბეგის ტურს ვამთავრებ ხოლმე 6 საათზე, რომ ღამე არ ვიაროთ, ისე მეშინია და შატილზე ხომ მითუმეტეს! ტურისტულის ბრალია, აბა ვისი! წუთებით მაქვს გაწერილი ტურები!
ძალიან საშინელი ამბავი მოხდა, ისეთი რომ სულ მეფიქრება…“