საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
უწყების ცნობით, ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი და ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს.
“შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია! ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს და გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, _ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
აკრძალვა 10 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს.