დღეს დილით, 3;30 საათზე შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი “Герои Арсенала” ჩაიძირა. «Интерфакс»-ის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა.
შავ ზღვაში ჩაძირული გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე ადასტურებს. ტელეიმედთან საუბარში საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის ადგილის კოორდინატების დაზუსტება მიმდინარეობს. ვახტანგ მიქელაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ძებნა გადარჩენის ოპერაციაში ჩართული არ იქნება.