თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტს შავ ზღვაში საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს. ნაღმი ქალაქ იგნეადასთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს იპოვეს.
უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების ჯგუფი ადგილზე ნაღმის გასანეიტრალებლად გაგზავნეს.
„შავ ზღვაში, საზღვაო ნაღმი ქალაქ იგნეადასთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს იქნა ნაპოვნი. წყალქვეშა თავდაცვის (SAS) ჯგუფები სწრაფად გადაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, აღნიშნული ნაღმი დაცული იყო SAS -ის ჯგუფების მიერ, აღებულია და გაანეიტრალეს“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთმა კიდევ ერთი ნაღმი შავ ზღვაში 26 მარტს გაანეიტრალა. ის ბოსფორის სრუტესთან აღმოაჩინეს.