პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია სტუდენტობისას, სასტიკი აკრძალვების მიუხედავად აღდგომის ღამეს ყოველთვის ეკლესიაში ხვდებოდა.
„შეიძლება ითქვას, მთელი წელი ველოდი აღდგომის დადგომას, ისეთი ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. 1982 წელია, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ეკლესიური ცხოვრებაც სასტიკად მაქვს აკრძალული. აღდგომის ღამეა, ეკლესიაში ვარ, გავიხედოთ და ჩემი მეგობარი და თანაკურსელი ამეტუზა გვერდით შეშინებული. დღეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეა:
– ჯონდი, აქედან უნდა მოტყდე, მარტო არა ვარ. დაიმალე, ბიჭო, დაიმალე, შენთვის სიკეთე მინდა, კომკავშირიდან და უნივერსიტეტიდან არ გაგრიცხონ. იცი თუ არა, რომ სამ კაცს „შავი სიის“ შედგენა დაგვავალეს, ვინც ეკლესიაში დადის.
– გამასწარი აქედან! იმისთანა დავუბღვირე, შურდულივით გავარდა.
ახლა ეს პიროვნება დიდ კაბინეტშია გამოჭიმული და ბოლოს რომ ვნახე, რაღაცას წერდა.
– რას აკეთებ? – ვკითხე.
– ჩემი თანამშრომლების სიას ვადგენ, ვინც ეკლესიაში არ დადის…“