ახლახან, ძალისმიერ სამჭიდში, ბათუმში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასის მფლობელი გახდა 17 წლის სოსო ჩახვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი. მან 260 კგ ასწია და უალტერნატივოდ, ყველა უკან ჩამოიტოვა.
სოსო ადრეული ბავშვობიდან, საკუთარი მოტივაციით ვარჯიშობს სიმძიმეების აწევაზე. არასდროს ჰყოლია მწვრთნელი. საკუთარი ინიციატივით შექმნა საკუთარი სავარჯიშო დღის განრიგი. სოფელ ჭანიეთში, სადაც ის ცხოვრობს, ყველა ხედავდა, წლების მანძილზე, პატარა ბიჭს (ახლა უკვე დიდს), რომელიც კილომეტრებს თოკავდა დილით თუ საღამოს. მერე , შინ, თვითნაკეთ სიმძიმეებს წევდა და ასე გრძელებოდა დაუსრულებლად.
სამწუხაროდ, ჯერ ძალისმიერი სამჭიდი ოლიმპიური სპორტი არაა და ასე ქარიზმატულ სპორტსმენს და მის ოჯახს მარტო უწევთ დიდი სპორტის გამარჯვების გზებზე დაუღალვი სიარული.
ოქტომბერში მას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა უწევს!
„გურია ნიუსი“ ულოცავს საოცარ ბიჭს, ძალზე პერსპექტიულ სპორტსმენს, სოსო ჩახვაძეს ამ დიდ წარმატებას 17 წლის ასაკში და ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე ესახელებინოს სამშობლო!
ავტორი