რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერს „მოსკოვს“ უკრაინული „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა. სამხედრო ხომალდი იწვის – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „pravda“ ავრცელებს.
მომხდარი დაადასტურა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ. მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.
“დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი Москва დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის მესაზღვრეებმა “на х*й”-ზე გაუშვეს!” – თქვა მარჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსული სარაკეტო კრეისერი იწვის, მასზე ეკიპაჟის 510 წევრია.
Українська правда-ს ცნობით, ზღვაში ამჟამად შტორმია და კრეისერის დასახმარებლად 4 რუსული ტექნიკური ხომალდი მივიდა.
“არსებული ინფორმაციით, Москва რადარებიდან გაქრა, ასევე ამ რაიონში ახლა იმყოფება მოწინააღმდეგის 4 ხომალდი, შესაძლოა მიმდინარეობდეს სამაშველო ოპერაცია. ეს მოხდა კუნძული ზმეინიდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით”. – იუწყება Українська правда-ს წყარო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულ გემ “მოსკვაზე” საბრძოლო მასალის მარაგი აფეთქდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქება ხანძარმა გამოიწვია.
„კრეისერ „მოსკვას“ საბრძოლო მასალა გემზე ხანძრის შედეგად აფეთქდა. გემი სერიოზულადაა დაზიანებული. მთელი ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს,“– აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
ავტორი