უბედური შემთხვევა მოხდა შავნაბადაზე – მშენებლობაზე ამწე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ხელოსანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წყარო: მთავარიტვ