პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პასუხობდა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ჰყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.
ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.
„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებიათ, არ უქნევიათ ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ”, – თქვა ვოლსკიმ ბოკერიას მისამართით, რაზეც ბოკერიამ ვოლსკის უზრდელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი უწოდა, საპასუხოდ კი ვოლსკიმ ოპენენტს _ ყეყეჩი.
_ შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, _ მომართა ვოლსკიმ ბოკერიას.