29 იანვრის (12:00) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, თუმცა, ამ დილას ცნობილის გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს.
საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება შეაფერხებს თუ არა წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას? – ამ კითხვით შარაშიძის პირველ მოადგილეს, ზაალ მამალაძეს მივმართეთ.
“არ შეუშლის. კანონითაა განსაზღვრული ავტომატურად პირველი მოადგილე შეასრულებს მოვალეობას. ყველაფერი თვითმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება”,_ გვპასუხობს ზაალ მამალაძე.
ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე შარაშიძე ქუთაისის იზოლატორშია გადაყვანილი,ხოლო პოლიციელს, რომელსაც გამოძიებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, ექსპერტიზა ბათუმში უტარდება. პოლიციელის მეუღლე “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯინჭარაძეს რამდენიმე კაცი ცემდა და დაზიანება თავის არეში და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს მიღებული.































































