“ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი”, _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას.
“ის, რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, _ გვითხრა მგელაძემ.