ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასულიერო პირებს ურჩევს მოინახულონ მამა გიორგი, _ ეს განცხადება დეკანოზის უფლებადამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“შებრძანდით და გადაათქმევინეთ, ყველასთვის სჯობს, მე ძალა არ მაქვს”, _ მიმართავს ადვოკატი სასულიერო პირებს. მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგის შიმშილობის შესახებაც ისაუბრა.
”გუშინ მეუფე დიმიტრის პრესსპიკერმა თქვა, რომ ეს შეიძლება მოინათლოს როგორც დიდი მარხვა. არანაირი მარხვა არ არის, წყლის გარდა მამა გიორგი არაფერს იღებს. თუ ეს მათთვის მარხვად წოდებულია, მაშინ თვითონ იმარხულონ ისე, როგორც მამა გიორგი „მარხულობს“. ჩემი რჩევა იქნება – შებრძანდით და გადაათქმევინეთ, ყველასთვის სჯობს. მე ძალა არ მაქვს ამ შემთხვევაში. რომელიმემ თავის თავზე მაინც აიღოს პასუხისმგებლობა და დაარწმუნოს მამა გიორგი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.