სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში.
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9 და სოფელ მაკვანეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი კვირით შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ასევე, ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი ორი კვირის განმავლობაში გადავა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.