ოზურგეთში დღეს გამართულ აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ მათ გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე არ შეხვდა და არც შენობაში შეუშვეს.
თათია ნიკოლაიშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქვეყნის ხელისუფლებამ ფასები გაზარდა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ასევე კომუნალურ გადასახადებზე.
“დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეპროტესტებინა ფასების ზრდა პროდუქტებზე და კომუნალურ გადასახადებზე. მოვედით გუბერნიის შენობასთან და როგორც კი მივუახლოვდით შესასვლელს, დაცვის წარმომადგენლებმა ჩარაზეს კარი. შეშინებულები გამოიკეტნენ და შენობაში არ გვიშვებდნენ. თვითონ გუბერნატორი გაიქცა და არ ბრუნდება ადგილზე. მასთან გვინდოდა შეხვედრა და საუბარი. შენობასთან გამოუშვეს მათი აქტივისტები.
ჩვენ აუცილებლად შევხვდებით გურიის გუბერნატორს და ასევე ხმას აუცილებლად მივაწვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, _ აღნიშნა ფეისბუქ ჩართვის დროს თათია ნიკოლაიშვილმა.
გურიის მხარის რწმუნებულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვითრეს, რომ გიორგი ურუშაძე რამდენიმე დღეა, სამსახურში არ იმყოფება, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
“გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე ეს დღეებია სახლშია და მას აქვს კორონავირუსი. აქედან გამომდინარე, ის სამსახურში ვერ იქნებოდა. ის დისტანციურად მუშაობს.
ასევე გვინდა გითხრათ, რომ გიორგი ურუშაძე მზად არის ნებისმიერი ადამიანს შეხვდეს და მოუსმინოს“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]