დღეს ოზურგეთის სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
შარაშიძის ადვოკატის თქმით, ის კმაყოფილია მოსამართლის, ია ბარამიძის გადაწყვეტილებით.
“რეალურად დავით შარაშიძე აღნიშნული კონფლიქტის დამწყები არ ყოფილა. ის შეესწრო დაპირისპირებას და უნდოდა მხარეების გაშველება”, _ გვითხრა ადვოკატმა მაია თავაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ია ბარამიძემ დავით შარაშიძეს გირაოს სახით 30000 ლარის გადახდა დააკისრა.






























































