პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ წვლილი შეიტანოს სააკაშვილის გათავისუფლებაში.
სიკორსკის თქმით, ეს მისაღები იქნება მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა.
„ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ პირველი თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ვინც ეწვია საქართველოს და როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვახსოვს, ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეგეძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ეს მისაღები იქნება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.