ავღანეთის დედაქალაქში სიკის რელიგიურ კომპლექსს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ერთ-ერთი პარლამენტარის განცხადებით, შენობაში 200-მდე ადამიანი იმყოფება და მათ გადარჩენას ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ცდილობენ.
გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 ადამიანია დაღუპული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, ასევე უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა.