გერმანიაში მოსახლეობის 70% შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდეს, რადგან ვაქცინა არ არსებობს, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი უკვე აქ არის და ვინაიდან მოსახლეობას მის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აქვს, არ არის აცრები, არ არის თერაპია, ინფიცირებული მოსახლეობის პროცენტი მაღალი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ 60-70%-ს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ახლა მთავარია გავრცელების შენელება და დროის მოგება.