„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით, 90%-ს კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვს ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის გამო.