ბრაზილიურ გამოცემა Globo-სთან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ შეიძლება უკრაინის ომი სირიის ომს დაემსგავსოს.
„არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენი წელი არ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორიც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია.
რუსეთის პრეზიდენტი აღარ არის იგივე პერსონაჟი”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ჯარების მოქმედებები ბრძოლის ველზე “ადასტურებს, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია და განადგურება. ”