“შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? ეს ყველაფერი უკვე იუმორის ნაწილი გახდა”, _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი გუბერნატორების წარდგენისას ჟურნალისტებთან გააკეთა როდემდე აპირებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას.
“წელიწადზე მეტია, მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით, ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ, ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი”, – განაცხადაა გიორგი გახარიამ.