ანტიბაქტერიული პრეპერატები ცნობილია, როგორც სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ ძლიერი სამკურნალო საშუალება. ამიტომ, ბევრს უჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ანტიბიოტიკებით კორნავირუსის დამარცხება.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ანტიბიოტიკები კორონავირუსზე არ მოქმედებენ და პირიქით, პაციენტის ჯანმრთელობას აუარესებენ, რადგან ანადგურებენ ჯანმრთელ მიკროფლორას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ასე რომ, ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაავადების დროს ანტიბიოტიკებს იღებს, თავად უწყობს ხელს საკუთარ ორგანიზმს, ამ დაავადებისადმი მოწყვლადი გახდეს.