ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება.
„პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მიმართულება იყო, შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და დღევანდელი ვითარება ძალიან საყურადღებოა, რადგან მოსახლეობის უმეტესობას უჭირს და განვითარების ეს ტემპი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ყველა კვლევაში აჩვენებს, რომ ფინანსური დაცულობა ნაკლებია ქვეყანაში და ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი”, _ აღნიშნა გიგი წერეთელმა.