შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს – ამ კითხვაზე საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, არ შუეძლია იმ ხალხის ნაცვლად შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც მისი მმართველობსი 9 წელი სხვადასხვა ფორმით გადაიტანა.
პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ გვარამიას კაზუსი სულ სხვა შემთხვევა იყო და დაპატიმრებული პრეზიდენტის შემთხვევა სულ სხვაა.
“არაერთხელ ვთქვი ჩემი პოზიცია სააკაშვილის შესახებ, რაც არ არის გვარამიას კაზუსი, განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებაში ამ საკითხზე ორად არის დაყოფილი აზრი. ნამდვილად არის ის ნაწილი, რომელმაც განიცადა ის 9 წელი სხვადასხვა ფორმით და კუთხით. არამგონია, რომ ამ ხალხის მაგივრად შევიწყალო, ის რაც მოხდა ამ 9 წლის განმავლობაში იგივე პენიტენციურ უწყებაში, რაც ნამდვილად არ არის კავშირში გვარამიას საკითხთან.
მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდნეტს, უნდა ჰქონდეს ნორმალური პირობები, თუნდაც ელექტრონული სამაჯური. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სასჯელი უნდა გადაიხადოს და დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს ამ შემთხვევაში”,– ამბობს პრეზიდენტი.
წყარო: newposts.ge