არ ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“, – ხაზგასმით აღნიშნა ივანიშვილმა, რომელმაც დღეს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ოფიციალური განცხადება „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გააკეთა.