„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს.
პარტიის სხვა ლიდერები კი აცხადებენ, რომ უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან.
ამასთან, თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.