მეთხილე ფერმერების მხარდაჭერ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც.
,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“, გათვალისწინებული საკითხები ადმინისტრაციულ ერთეულებში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლებს გააცნეს. მათ ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, ვისაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. ქულები აგრობარათზე დაირიცხება.სამი ჰექტრი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები კი ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის.სახელმწიფო კრედიტის 8 % ს დააფინანსებს.
როგორც “გურია ნიუსს” ლანჩუთის მერიაში განუცხადეს, თხილის ფართობების აღრიცხვა მუნიციპალიტეტში 7 ნოემბრიდან დაიწყება.