მიუხედავად ინტენსიური წვიმისა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია. როგორც „გურია ნიუსს“ მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განუხადეს, არცერთი სოფლიდან შეტყობინება შემოსული არ არის.
მათივე ინფორმაციით, პრობლემის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებდა.
„ამ დროისთვის არცერთი სოფლის წარმომადგენელს არ დაურეკავს და აღუნიშნავს პრობლემის შესახებ. თუმცა, მუნიციპალიტეტში ორი დღეა წვიმს“, _ გვითხრეს გამგეობის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, უამინდობა საქართველოში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივნისიდან გამოიდარებს. მანამდე კი, უწყება მოსახლეობას წყალმოვარდნების, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შესახებ აფრთხილებს. დღეს და ხვალ როგორც დასვლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსს არ აცდება.