ჰამბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პორტატული რადარი შექმნეს, რომელიც რამდენიმე წამში უკონტაქტოდ აფიქსირებს სისხლძარღვების სისტემაში დარღვევებს და ადამიანს ინფარქტისა ან ინსულტის მოახლოების შესახებ დროულად აფრთხილებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგორც გამოცემა წერს, მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომისაა და რთულ სენსორულ სისტემას წარმოადგენს. აპარატის გამოყენება სახლშიც არის შეიძლება.
Deutsche Welle – ს ინფორმაციით, ადამიანის ჯანმრთელობის უკონტაქტო მონიტორინგის დროს პატარა სენსორები ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლებს აფიქსირებენ და ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების შემთხვევაში განგაშის სიგნალს რთავს. გაფრთხილების მიღების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია არ დაელოდოს შეტევას და სასწრაფო დახმარებას დაუყოვნებლივ გამოუძახოს.
ცნობისთვის, ინფარქტი და ცერებრალური ინსულტი მსოფლიოში გულსისხლძარღვთა ყველაზე ხშირი დაავადებებია.