„საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10-კაცზე მეტს ეხება ყველას და ყველაფერს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განცხადებით, ამის მიზანია პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. „საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი და ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – აღნიშნა გახარიამ.