შეკვეთილში შიდა გზების მოწყობა იგეგმება _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ზედგინიძემ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის მოწონების თაობაზე განკარგულება, საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
“პროექტის ღირებულება 2 მილიონ 144 446 ლარს შეადგენს და ის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 107 222 ლარია.
შიდა გზების მოწყობის სამუშაოების პარალელურად პროექტით გათვალისიწნებულია სანიაღვრე არხების, გაბიონებისა და გარე განათების მოწყობაც,” _ აღნიშნა ზედგენიძემ.